weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ენკას“ ბაზასთან პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გზიდან ძალით გადაიყვანა

15:33 შაბათი, 29 მაისი 2021
ფოტო mtisambebi.ge-ის არქივიდან ფოტო mtisambebi.ge-ის არქივიდან

სოფელ გუმათში, ნამხვანჰესის ინვესტორი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ ბაზასთან დილით ინციდენტი მოხდა. სამართალდამცველები მიაწვნენ და გზის სავალი ნაწილიდან ძალით გადაიყვანეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც იქ მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ და აპირებდნენ, ხელი შეეშალათ კომპანიის ავტომობილების გადაადგილებისთვის.

ინციდენტი დაახლოებით 7:30 საათზე მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლაშა მესხის თქმით, იმ დროს ბაზასთან 20-მდე აქტივისტი იმყოფებოდა, „ენკას“ ბაზის ტერიტორიიდან მათ გასაყვანად კი ათეულობით სამართალდამცველი გამოვიდა. მათი დახმარებით „ენკა რინიუებლზის“ ავტობუსმა და პიკაპის ტიპის ავტომობილებმა ბაზის დატოვება შეძლეს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ღამის განმავლობაში აქტივისტების ძირითადი ნაწილი გუმათჰესთან, პოლიციის მიერ მოწყობილ ბლოკპოსტთან და ბარიკადებთან იმყოფებოდა, კომპანიის ბაზასთან კი არ იყო იმ რაოდენობის ადამიანი, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ.

„იყო მცდელობა ერთეული ტექნიკის გაყვნის. ადვილად მოხდა სავალი ნაწილიდან ჩვენი თანამებრძოლების, ვინც დარჩენილი იყვნენ იმ ადგილზე, გადაწევა. დღეს უკვე, ვფიქრობთ, რომ იქ უფრო მეტი ადამიანი მობილიზდება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც თბილისიდან დაბრუნდნენ, კომპანიის ავტომანქანებისა და ტექნიკის გადაადგილება არ შეინიშნებოდა, რადგან საწვავი და საკვები მომარაგებული ჰქონდათ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისიდან სოფელ გუმათში 26 მაისის დაბრუნდნენ და „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებისთვის რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, რათა კომპანიას სამშენებლო სამუშაოებში ხელი შეუშალონ. მათ გზა აქვთ გადაკეტილი ხეობის მეორე შესასვლელთანაც – სოფელ ტვიშში.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]