weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

აქტივისტების ინფორმაციით, გუმათში პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა

23:13 კვირა, 30 მაისი 2021

სოფელ გუმათში, სადაც პოლიციასა და ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო, ორი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი და აქციის მონაწილე დათო სიმონია ავრცელებენ.

დათო სიმონიას ცნობით, საპროტესტო მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, მაკა სულაძე, რომლის ადგილსამყოფელიც გაურკვეველი იყო, პოლიციის მხარეს საკუთარი ნებით გადავიდა, რათა გააკონტროლოს, რომ სამართალდამცველები დაკავებულებს ფიზიკურად არ გაუსწორდნენ.

დაკავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მეხუთე დღეა რიონის ხეობაში შესვლას ცდილობენ. 26 მაისს მათ ხეობაში ორივე შესასვლელი – ქუთაისის და რაჭის მხრიდან – გადაუკეტეს „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებსა და თანამშრომლებს. გუმათჰესთან გზა გადაკეტილი აქვს პოლიციასაც და შსს-ს ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი. რკინის კედელს იქით ასობით პოლიციელია მობილიზებული.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამბობენ, ხეობაში შესასვლელი გზები გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]