სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, ხოლო ფრანგული მხარე წარმოდგენილი იყო გამგეობის თავმჯდომარე, ერიკ ჟანტისა და თავმჯდომარის მოადგილე, ჟაკ სიმარის მიერ.
ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონის“ გენერალურმა დირექტორმა, თამარ ცანკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2020 წლის მიღწეული შედეგებისა და 2021 წლის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სამედიცინო ცენტრი ყოველწლიურად ვითარდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, წარმოდგენილი იქნა სტატისტიკური მონაცემები მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მიხედვით. ამავდროულად, 2020 წელს, სამედიცინო ცენტრს ქირურგიული განყოფილება შეემატა, დაფინანსდა რადიოლოგიისა და ანალიზატორის ახალი აპარატურის შეძენა.
ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ კახეთის რეგიონში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ჰემოდიალიზის პროგრამა დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რეგიონში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მხარეებმა იმსჯელეს 2021 წელს პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, ახალი პროგრამის - პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ნაადრევი გამოვლენის სკრინინგული კვლევის დანერგვის თაობაზე.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია