weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ენკას“ მუშები პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ – ვარლამ გოლეთიანი

11:36 ორშაბათი, 31 მაისი 2021
ვახო ქარელის ფოტო ვახო ქარელის ფოტო

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის თანამშრომლები მშენებლობის ადგილამდე პოლიციის ავტომანქანებით გადაჰყავთ.

„ჩვენი საპოლიციო ძალები იქცნენ ოფიციალურ გადამზიდ კომპანიად „ენკასთვის“. დღეს ვხედავთ, რომ გაიარეს პოლიციის „პიკაპებმა“, რომლის უკანა სავარძლებზე ისხდნენ კომპანიის თანამშრომლები, ანუ მუშები. რადგან ჩვენ აქ ვდგავართ და ნათქვამი გვაქვს, რომ ვზღუდავთ კომპანიის სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის გატარებას, როგორც ჩანს, ამ ხერხს მიმართეს და პოლიციის მანქანებში გადასვეს კომპანიის მუშახელი“, – განაცხადა გოლეთიანმა ჟურნალისტებთან.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დილიდან „ენკა რინიუებლზის“ ბაზასთან არიან შეკრებილი. როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, გზა გადაკეტილი ექნებათ და კომპანიის სპეცტექნიკის გადაადგილებას შეუშლიან ხელს.

„პოლიციასთან დაპირისპირებაში ვერ შევალთ. ეს არ არის სწორი და არ ვაპირებთ ამ მიმართულებით წავიდეთ, თუმცა, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ პოლიცია აბსოლუტურად გავიდა კანონს მიღმა, რადგან მისი ფუნქცია-მოვალეობა არ არის კომპანიის თანამშრომლები ხეობაში თავისი მანქანით ატაროს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რაც შეეხება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა გეგმებს, გოლეთიანის თქმით, დღესაც გამართავენ აქციას გუმათჰესთან, პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ბარიკადებთან და შეეცდებიან, რომ რიონის ხეობაში შევიდნენ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. მათი თქმით, პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ.

„გზების გადაკეტვა და მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას. კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას“, – განაცხადა გუშინ „ენკა რინიუებლზმა“.

კომპანია უარყოფს რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობას და აცხადებს, რომ არსებული ნებართვების ფარგლებში მიმდინარეობს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები, რაც სადერევაციო გვირაბის მშენებლობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]