ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყნის მოქალაქეების მსახურება პასუხისმგებლობასთან ერთად, გამორჩეული საზოგადოებრივი როლია.
„ჩვენ, ისევე როგორც არაერთი დემოკრატიული ქვეყანა, პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება და ამას ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ.
მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსებისა და პატივის დამცველი, თუმცა ამავდროულად ობიექტური და მომთხოვნი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.