weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

მცხეთასა და თბილისში სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაცია ხდებოდა

13:41 ორშაბათი, 31 მაისი 2021

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტები გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ.

„დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანსა და თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

უწყების ცნობით, საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები ამოიღეს.

„ექსპერტიზით დადგენდა, რომ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 (1) მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]