„დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანსა და თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
უწყების ცნობით, საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები ამოიღეს.
„ექსპერტიზით დადგენდა, რომ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 (1) მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.