„გიდასტურებთ, რომ სამხრეთაფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, ანუ სექვენირება ნიმუშის. რაც შეეხება არის თუ არაკლინიკურად მეტად მძიმე, გეტყვით რომ არა, მით უმეტეს ის შეადრებით ნაკლებად არის გავრცელებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გამოვლინდა. ვირუსი აღმოსავლეთის ერთი და იმავე ქვეყნიდან შემოსულ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან სამი საქართველოს მოქალაქეა. ამირან გამყრელიძემ მაშინ განმარტა, რომ სხვადასხვა შტამების გამოჩენა შესაძლებელია, რადგან მოგზაურობა გაადვილებული, გადაადგილება კი უფრო ინტენსიურია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ოფიციალურად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღემდე ვირუსი 343 963 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 327 618 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 4773 პირი ემსხვერპლა.