weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროფკავშირების აქტივისტი ილია ლეჟავა პოლიციამ დააკავა

19:26 ორშაბათი, 31 მაისი 2021

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა მათი წარმომადგენელი ილია ლეჟავა, რომელიც მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ გაფიცულ თანამშრომლებს უწევდა დახმარებას.

ლეჟავა ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

პროფკავშირების ინფორმაციით, სადისტრიბუციო კომპანიის ავტომობილის „შტრეიკბრეხერი“ მძღოლი ცუდად გახდა, საჭესთან გაფიცული დაჯდა, დამსაქმებელმა კი პატრული გამოიძახა  და იცრუა, თითქოს, სადისტრიბუციო მანქანა გაფიცულებმა გაიტაცეს. პროფკავშირების განცხადებით, სწორედ ამის ახსნას ცდილობდა ილია ლეჟავა საპატრულო პოლიციისთვის, როდესაც იგი დააკავეს.

„ვითხოვთ ჩვენი თანამებრძოლის სასწრაფო გათავისუფლებას, რომელიც თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეების გვერდით იდგა. ილიას უკანონო არაფერი ჩაუდენია, იგი მხოლოდ საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და პოლიციამ სრულიად უსაფუძვლოდ დააკავა“, – აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი.

სადისტრიბუციო კომპანიის მძღლების ნაწილი 11 დღეა გაფიცულია. დასაქმებულები ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]