დანარჩენი ექვსი დაშავებული ლაგოდეხის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტოავარია ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ გზაზე წუხელ მოხდა – ავტომობილი „ნივა“ საწვავმზიდს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 1247 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით). აქედან 103 ავტოავარია კახეთში იყო, რის შედეგადაც დაიღუპა 11 და დაშავდა 146 ადამიანი.