weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა  

12:09 სამშაბათი, 01 ივნისი 2021

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამი ლაბორატორიულად დადასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც დუბაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ გარკვეულწილად დისკრიმინაცია რომ არ იყოს, ნუ ვახსენებთ სიტყვებს „სამხრეთაფრიკული“, „ინდური“, „ბრიტანული“ და ა.შ. და მათი აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია B1-351 შტამზე, რომელიც დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. ოჯახის კონტაქტები გამოკვლეულია და უარყოფითი პასუხებია. დროზე მოხდა იზოლირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია და ის თითქმის უკვე განკურნებულია.

„ამ შტამის შესახებ ვიცით, რომ სექტემბერში ის იდენტიფიცირბული იქნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, განსაკუთრებით გავრცელებულია რიგ აფრიკულ ქვეყნებში, მაგრამ ასევე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში. ცნობილია, რომ ე.წ. ბტრიტანული შტამი სუპრესიას ახდეს სხვა  შტამების. ამიტომ არის, რომ დღეს ევროპაში და ჩვენთანაც ძირითადად ბრიტანული შტამია. ასევე ვიცით, რომ ის ერთნაირად აზიანებს როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილ მოსალხეობას და მეტი სიმწვავით ხასიათდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]