weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

12:20 სამშაბათი, 01 ივნისი 2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით 23 მარტს აიცრა. მან ვაქცინა საჩხერის კლინიკაში საჯაროდ გაიკეთა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 31 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]