weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. კომენდანტის საათი დღეიდან 23:00-დან 04:00 საათამდე იმოქმედებს

12:53 სამშაბათი, 01 ივნისი 2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან 23:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს, რათა მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და პროდუქციის რეალიზაციაში ხელი შეეწყოთ.

„თუმცა, ცხადია ვრცელებდება ნებისმიერ მოქალაქესა და ადამიანზე, რომელიც საქართველოში იმყოფება“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

დღემდე ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა.

მთავრობის განმარტებით, ღამის საათებში გადაადგილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით არის შეზღუდული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 343 943 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 327 618 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4773 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]