weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესამე ტალღის პიკი გადავლილია – ამირან გამყრელიძე

11:15 ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკმა გადაიარა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია და დღეს, ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მით უმეტეს, რომ პირველი ივნისიდან მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი და მოშორებული ქვეყნებიდან. ამიტომ, აუცილებელია ყველა ის რეკომენდაციები, რაც ქვეყანამ შეიმუშავა, საზღვრებზე კონტროლიდან დაწყებული მთლიანად ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით, ძალიან მკაცრად იყოს დაცული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია პირბადის ტარების წესის მკაცრად დაცვა, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება.

დღეს, 3 ივნისს, დღე-ღამეში ჩატარებული 28 191 ტესტის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული 19 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]