weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ამირან გამყრელიძის თქმით, III კვარტალში მასობრივი ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება

12:06 ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021

„მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების მარაგის საკმაოდ დიდი რაოდენობა ექნება. ამიტომ მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური, ანუ მასობრივი აცრები. დღიურად უნდა აიცრას დაახლოებით 15 000-16 000 ადამიანი. ქვეყანა ემზადება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეტად მოსაწესრიგებლად“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ივნისის ბოლოს-ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა „სინოფარმის“ დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზამდე ვაქცინას მიიღებს, მესამე კვარტალში კი „ფაიზერის“ დაახლოებით მილიონ დოზა ვაქცინას ელოდებიან.

„ასევე, დაახლოებით მესამე კვარტალში, „კოვაქსმაც“ დაადასტურა, დაახლოებით 700 000 „ნოვოვაქსის“ მოწოდება და დაახლოებით 130 000-მდე „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მოწოდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აცრების ინტენსივობა ქვეყანაში თანდათან იზრდება. დღეს ვაქცინაციის პროცესში 136 სამედიცინო დაწესებულება და 240-ზე მეტი ამცრელი ბრიგადაა ჩართული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]