weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოციალური მუშაკის შესვლის შემდეგ პანსიონის დატოვება 6-მა ბავშვმა მოითხოვა – მაღლაფერიძე

14:23 პარასკევი, 04 ივნისი 2021

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის საშუალება მიეცა, პანსიონის დატოვების სურვილი ექვსმა არასრულწლოვანმა გამოთქვა და ისინი დაწესებულებიდან უკვე გამოიყვანეს. მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კიდევ 10 ბავშვთან მუშაობენ.

სოციალურ მუშაკს პანსიონში 2020 წლის 20 ივნისიდან არ უშვებდნენ მანამ, ვიდრე 15 აპრილს ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა არ გაავრცელა. მერი მაღლაფერიძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ პანსიონში შესვლის პრობლემა ნამდვილად იყო, რასაც პანსიონის ადმინისტრაცია პანდემიით ხსნიდა.

„ბავშვებს აქვთ ტელეფონები და ჩვენს სოციალურ მუშაკს მუდმივად ჰქონდა მათთან სატელეფონო კავშირი. მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო დაწესებულებაში, ექვსმა ბავშვმა გამოთქვა სურვილი, რომ უნდოდა სახელმწიფო ზრუნვის ფორმის გამოცვლა. ექვსივე ბავშვი გამოყვანილია პანსიონიდან და ახლა კიდევ გრძელდება დამატებით ათ ბავშვთან მუშაობა.

ბავშვებმა დაწესებულებიდან გასვლის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ის, რომ მათ სურდათ ქალაქთან ახლოს ყოფნა და ისინი აქეთ სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ. მათი ასაკი 10-დან 16-წლამდეა.

რაც შეეხება ათ ბავშვს, რომელთანაც მიმდინარეობს მუშაობა, ისინი რომ ითხოვდნენ ასე პირდაპირ გადაყვანას, უკვე გადმოყვანილი იქნებოდნენ. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათი სურვილები დაფიქსირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია გადმოყვანის პროცესში ბავშვების სურვილები და როგორც კი გვექნება, იმ დროს გადმოვიყვანთ“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვებმა პანსიონში დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ჟურნალისტის შეკითხვას, ბოლოს როდის მიიღეს ინფორმაცია დარღვევასთან დაკავშირებით, მერი მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ 10 დღის წინ და საქმე ძალადობას ეხებოდა.

„ბავშვმა დაასახელა, რომ პანსიონში ცხოვრების დროს ერთ-ერთი აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ და დააზუსტა, რომ ეს არასრულწლოვანი არ არის იმ ექვს ბავშვს შორის, რომელიც პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს.

„ეს ბავშვი მანამდე იყო გამოყვანილი“, – აღნიშნა მერი მაღლაფერიძემ.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მას სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელიც პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებს.

 

ამ თემაზე:

არ გვაძინებდნენ. როცა ჩაგვეძინებოდა, დაჩოქილების ხელს გვირტყამდნენ – ბავშვები პანსიონიდან

ნემსი გამიკეთეს და 3 დღე მეძინა – რას ჰყვება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]