weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

PHR-ი მეუფე სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითხოვს

12:28 შაბათი, 05 ივნისი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის, სხალთელი მთავარეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. როგორც ორგანიზაციის იურისტი, ანა აბაშიძე აცხადებს, მეუფე სპირიდონს არ უნდა ჰქონდეს ბავშვებთან მიახლოების შესაძლებლობა.

PHR-მა შემაკავებელი ორდერის გამოცემა მას შემდეგ მოითხოვა, რაც გავრცელდა პანსიონში გადაღებული ვიდეოები, საიდანაც ჩანს, რომ ბავშვებზე, რომლებმაც სავარაუდოდ პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვეს, მეუფე სპირიდონი ზეწოლას ახდენს.

„ეს ვიდეოები მოსამართლეს სამუშაო მაგიდაზე უდევს. ვიდეო აჩვენებს იმას, რომ მეუფე სპირიდონი ემოციურად ძალადობს ბავშვებზე და ეს არის დასჯადი ქმედება.

პოლიციას ჩვენგან მიღებული აქვს განაცხადი, რომ დაუყოვნებლივ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და მეუფე სპირიდონი გააქროს იმ ტერიტორიიდან, რომ არასდროს და ახლა განსაკუთრებით, არ მიეკაროს არცერთ ბავშვს.

არავინ დაიჯეროთ, რომ მეუფე სპირიდონს ან ნებისმიერ იქ მყოფს ბავშვები აინტერესებთ. დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე დაფინანსება აქვს მიღებული ამ პანსიონს 2012 წლიდან დღემდე. მონეტარული დაინტერესებაა. თავად მეუფე სპირიდონი, ვითომ რომ ძალიან გადაკლულია ამ ბავშვებზე, 4-5 თვეში ერთხელ სტუმრობს ამ სხლს. ხომ არ გგონიათ იქ ცხოვრობს რომელიმე მათგანი? გაიკითხეთ სად ცხოვრობენ და მერე ნახეთ, ბავშვებს როგორ საღორეში აცხოვრებენ, როგორი წამების ქვეშ არიან“, – აცხადებს ანა აბაშიძე.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გუშინ, 4 ივნისს, სასამართლოს მიმართა და პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანა მოითხოვა. ორგანიზაციის შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

დღეისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია 47 არასრულწლოვანი იმყოფება.

 

ამ თემაზე:

შოკირებული ვართ, გამოიძიეთ ეკლესიის ბავშვთა სახლში შესაძლო არასათანადო მოპყრობა – IRCT

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]