weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთიდან ჩასულ მომთაბარე მწყემსებს ტოლოშის მოსახლეობა ასპინძის მთაში არ უშვებს

16:41 შაბათი, 05 ივნისი 2021

ასპინძის უნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის მოსახლეობამ დღეს გზა გადაკეტა და კახეთიდან ჩასულ მწყემსებს სოფლის გავლით მთაში საქონლის გადარეკვის საშუალებას არ აძლევს.

ადგილობრივ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ტოლოშის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ყოველ წელს ათი ათასობით სული ცხვარ-ძროხა გადის სოფელს, რის შედეგადაც გზა უბინძურდებათ, სათიბები და საძოვრები კი უფუჭდებათ.

„გამოძებნონ შემოვლითი გზა და იმით წავიდნენ. წლებია ამ მდგომაროებაში ვართ. ერთი კაცი მდიდრდება და ჩვენი საძოვრები ნადგურდება, კომუნისტური წყობაა თუ დემოკრატია. მოგვაქციონ ყურადღება“, – ამბობს ამბობს ვერიკო დავლაშერიძე.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, კახეთიდან ასპინძის მთაში წასასვლელად ხუთი მწყემსია ჩასული. ერთ-ერთი მათგანის, გულიევ სახინის ინფორმაციით, 120 ძროხა და 2800 ცხვარი ჰყავთ გადასარეკი.

3500 ცხვრისა და 100 ძროხის გატარებას შპს „ლაბა პროდუქტიც“ ითხოვს. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ გავლის საშუალებას არ მისცემენ, საქონელი წყლის გარეშე დაიხოცება.

სოფელ ტოლოშში პოლიციაა მობილიზებული. იქ იმყოფება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძეც. მოქალაქეები მერს საქონლის გადასარეკად ალტერნატიული გზის გამონახვას სთხოვენ.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]