weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს ქვემო სვანეთში სასიკვდილოდ სცემეს

14:31 ორშაბათი, 07 ივნისი 2021

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს, 47 წლის რობიზონ თუთარაშვილს ისე სცემეს, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაშავებული საავადმყოფოში გვიან ღამით დაიღუპა.

სვანეთის სათემო რადიოს ინფორმაციით, შემთხვევა 5 ივნისს, საღამოს მოხდა. მძღოლს სავარაუდოდ რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა სცემა და წინასწარი ცნობით, შემთხვევის ადგილზე უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვეს. 

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, რობიზონ თუთარაშვილს თავი და სახე ისე აქვს დაზიანებული, რომ მისი ამოცნობა გაუჭირდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგინფოს უთხრეს, რომ მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

პოლიციას ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია.

 

ამ თემაზე:

ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]