weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

შუქრუთის მცხოვრებლებმა მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს, კომპანიამ მოლაპარაკება დაიწყო

17:48 ორშაბათი, 07 ივნისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებსაც პროტესტის ნიშნად 28-ე დღეა პირი აქვთ ამოკერილი, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობისგან დიალოგის შეთავაზება მიიღეს. აქციის მონაწილეებმა დღეიდან მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობამ და კომპანიის სახელმწიფო მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ახალი პირობებით მოლაპარაკების სურვილი გუშინ საღამოს გამოთქვეს. კომპანიასთან მოლაპარაკებაში შუქრუთელების მხრიდან ჩართულია მაღალკვალიფიციური იურისტი/მედიატორი და იმედია, რომ მოლაპარაკებები უმოკლეს ვადაში წარმატებით დასრულდება“, – ამბობს ჭიათურის ეკოკლუბის ხელმძღვანელი ნოდარ ჩაჩანიძე.

გუშინ მოკლე განცხადება გაავრცელა „ჯორჯიან მანგანეზმაც“. კომპანია იტყობინება, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, თემურ ხონელიას მედიატორობით, პროტესტის მონაწილეები კომპანია „შუქრუთი+“–ის შეთავაზებას დათანხმდნენ და მხარეებმა რამდენჯერმე გამართეს მოლაპარაკებები.

„კონსტრუქციული დიალოგის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს. მიღწეულ შეთანხმებას საბოლოოდ იურიდიული ძალა ექნება. ხელმოწერის პროცესსა და მის აღსრულებას „ჯორჯიან მანგანეზი“ გაუწევს მონიტორინგს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სოფელ შუქრუთის ქვეშ, მაღაროში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია შუქრუთი+“ მანგანუმს უკონტროლოდ მოიპოვებს, რის გამოც სოფელში სახლები ინგრევა, ეზოებში კი თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა და იქ ცხოვრება საშიში ან შეუძლებელია. დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციის გადახდას ითხოვს ცხოვრების უსაფრთხო ადგილზე გასაგრძელებლად.

111 დღეა შუქრუთის მცხოვრებლები უწყვეტ აქციას მართავენ. 30 მაისს, მათ კოროხნალის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გადმოინაცვლეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მდგომარეობით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ დაინტერესდა. შუქრუთელებმა დახმარება და ხელისუფლებასთან შუამდგომლობა აშშ-ს ელჩს სთხოვეს.

ელჩმა კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ მოშიმშილეების წუხილი მოსმენილი და გაგონილი იქნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]