weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერი - შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

21:11 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"საღამოს პირადად შემოვიარე ხანძრის ყველა კრიტიკული წერტილი. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი გააგრძელებს შემდეგი დღეების განმავლობაში მუშაობას. ტექნიკა იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ასეთი კერები იქნას ოპერატიულად ჩაქრობილი", - განაცხადა პრემიერმა.

ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობზე, 20 აგვისტოს გაჩნდა. 24 აგვისტოს  ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად შესაძლოა 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. დღეს, 25 აგვისტოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასზე მეტი სამხედრო ჩაერთო. გარდა ამისა, ცეცხლის ჩაქრობას 6 ვერტმფრენი ცდილობს. ადგილზე მობილიზებული მაშველი-მეხანძრეების, მეტყევეების და პოლიციელების რაოდეობა 1500-მდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]