weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 1023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

11:14 სამშაბათი, 08 ივნისი 2021

ჩატარებული 29 517 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.47%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 2.81%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.92%.

ინფიცირების 1023 ახალი შემთხვევიდან 546 თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 108

იმერეთი – 90

აჭარა – 78

კახეთი – 54

ქვემო ქართლი – 46

გურია – 34

შიდა ქართლი – 30

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18

სამცხე-ჯავახეთი – 10

მცხეთა-მთიანეთი – 9

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 510 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 10 422 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 6454 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 201;
  • 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4951 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]