უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო ფირმის დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, 2018-2019 წლებში დაამზადა და სხვადასხვა შემსყიდველ ორგანიზაციებს წარუდგინა 2 529 645 ლარის ღირებულების ყალბი ხელშეკრულებები, რის შედეგადაც, საწარმოს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები.
გამოძიებით დადგინდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით გათვალისწინებული ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა.