weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ კორძაიამ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა

14:30 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა და მისი გაუქმება მოითხოვა. კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა.

„მე ისევ მიმაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია იქიდან გამომდინარე, რომ თუ უმრავლესობას კონსტიტუციურ-სამართლებრივად მივცემთ შესაძლებლობას ასე უგულებელყოს პარლამენტის თუნდაც ერთი წევრის განაცხადი, ძალიან რთული იქნება ზღვარის დადგენა, თუ რამდენად ბოროტად შეიძლება გამოიყენოს უმრავლესობამ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება. ამიტომ, ეს საკითხი რეალურად იმსახურებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას. მაგრამ, ამავდროულად, როგორც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესებში, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უარი უნდა ვთქვა სარჩელზე“, – განაცხადა კორძაიამ.

მან სარჩელზე უარის თქმის მიზეზად პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება დაასახელა, რომელსაც ხელი თავად 31 მაისს მოაწერა და საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

„ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი, რის გამოც მე ამ ეტაპზე, სარჩელზე ვამბობ უარს. 31 მაისს ამ შეთანხმებას მე თვითონ მოვაწერე ხელი. ეს ხელმოწერა ნიშნავს, რომ მე უნდა შევიდე პარლამენტში და უნდა ვიმუშაო როგორც პარლამენტის წევრმა.

თავისთავად, უკვე ეს გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დეტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და ვფიქრობ, ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ ხელმოწერით, მავალდებულებს, რომ ვიმუშაო პარლამენტში, – განმარტა კორძაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითად განიხილავს. ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია სარჩელზე უარი არ ამბობენ.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ჯაფარიძეს, რომელმაც კორძაიას მსგავსად ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას და შევიდა პარლამენტში, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.

2 თებერვალს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა არ დააკმაყოფილეს პარლამენტის 51 წევრის განცხადებები და უარი უთხრეს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე. ეს გადაწყვეტილება თამარ კორძაიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ორგანომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]