weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულის რესურსცენტრის დირექტორი ინტიმური ვიდეოს ფარულად გადაღებისთვის დააკავეს

14:52 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაბილ გოჯაევი ინტიმური ურთიერთობის უკანონოდ, ფარულად გადაღების ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1971 წელს დაბადებულმა ზაბილ გოჯაევმა უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა. შსს-ს ცნობითი, აღნიშნული მასალა უკანონოდ გავრცელდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაბილ გოჯაევი მარნეულის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2 ივნისს დაინიშნა. მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში, სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის დირექტორი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]