weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გუმათში აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს

18:11 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021
ფოტო არქივიდან / © Any Giorgadze / Facebook ფოტო არქივიდან / © Any Giorgadze / Facebook

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ გუმათში ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს პოლიციელზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 1993 წელს დაბადებული დ. ხ.-ს დაკავების განჩინება მოსამართლემ გამოსცა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამავე ბრალდებით არის დაკავებული 29 მაისს გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე, 29 წლის ირაკლი მუკბანიანი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


ნახეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟი ირაკლი მუკბანიანის დაკავების შესახებ – 50-მდე სპეცრაზმელი რიონის ხეობის ერთი მცველის დასაკავებლად - სპეცოპერაცია სვანების უბანში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]