სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული სისტემატურად უწევდა მფარველობას ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად გადაადგილებას და სანაცვლოდ თითოეულ ტრანსპორტირებაში ქრთამის სახით იღებდა 300 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.