weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მოზარდს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

18:11 პარასკევი, 11 ივნისი 2021

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ 16 წლის ბიჭს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდებას გაამართლებდა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 19 და 20 მაისს არასრულწლოვანმა 8 წლის ბავშვი გააუპატიურა. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი ბრალდებული გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალად წარდგენილი დანაშაული დაუმტკიცდება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]