weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა – ფინანსთა მინისტრი

18:58 პარასკევი, 11 ივნისი 2021

პარლამენტში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2021-2020 წლებში ბიუჯეტის შემოსავლებმა იკლო და გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო სწორი და ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ამოქმედება, რაც სოციალური პროგრამების შემუშავებით მოხერხდა.

„გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა, ჯანდაცვის ხარჯებმა – 0.9 მილიარდი, ბიზნესის მხარდაჭერამ – 3.0 მილიარდი, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა – 1.3 მილიარდი ლარი. ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, სოციალური დახმარების პროგრამები „ძალიან მიზნობრივი“ იყო და შეეხო იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა სახელმწიფოს დახმარება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე ინფიცირების 352 649 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 337 820 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 5012 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]