weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გუმათში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ მეორე აქტივისტსაც პატიმრობა შეეფარდა

19:54 პარასკევი, 11 ივნისი 2021
ფოტო დავით ხუციშვილის Facebook გვერდიდან ფოტო დავით ხუციშვილის Facebook გვერდიდან

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილეს, დავით ხუციშვილს, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ხუციშვილი ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებაც შეთავაზა, რასაც მოსამართლე ქეთევან თხელიძე არ დათანხმდა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სხდომას ესწრებოდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი. მისი შეფასებით, პროკურორის ბრალდება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

„სამწუხაროა ის, რომ მოსამართლემ ქეთევან თხელიძემ გაიზიარა დაუსაბუთებელი ბრალდება და წინასწარ პატიმრობაში დატოვა დავითი.  

პირდაპირ სახეზეა, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და ის ვერტიკალი, რაზეც სასამართლო სისტემა დგას, პოლიტიკური ნების გამტარია.

სამწუხაროა, რომ საზოგადოებას ნახვის შესაძლებლობა არ ეძლევა, თუმცა დღეს ცალსახად ჩანდა, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო ის, რასაც პროკურატურა დავითს ედავებოდა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

28 წლის დავით ხუციშვილი გუშინ, 10 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხუციშვილი 29 მაისს, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე ბრალდებით არის დაკავებული 29 მაისის აქციის კიდევ ერთი მონაწილე – ირაკლი მუკბანიანიც. მასაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დავით ხუციშვილსა და ირაკლი მუკბანიანს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]