weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს

11:57 შაბათი, 12 ივნისი 2021

თელავში 9 ივნისს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება 23 წლის ზურაბ საჩიშვილს წარუდგინეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი – 2000 წელს დაბადებული ბ. ქ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა.

დაჭრილი 21 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე საავადმყოფოში იყო მოთავსებული ზურაბ საჩიშვილიც, რომელსაც, ექიმის ინფორმაციით, სხეულის მრავლობითი დაზიანებები და თავის ტვინის შერყევა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]