weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ნინოწმინდის პანსიონი დროთა განმავლობაში მოერგება საერთაშორისო სტანდარტებს – საპატრიარქო

11:14 ორშაბათი, 14 ივნისი 2021
საპატრიარქოს ფოტო საპატრიარქოს ფოტო

საუბარი არ არის პანსიონის დახურვაზე, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგება, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) და World vision-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპატრიარქოს ინფორმაცით, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება დღეს მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

„ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რომლებიც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად პრინციპებზე, რომლებიც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებას. აქ გამართული დიალოგი და დისკუსია ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება, შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის, პირველ რიგში, ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინტერესი არ გადაიფაროს სხვა ინტერესებით“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

UNICEF-ის წარმომადგენლის, ღასან ხალილის თქმით, ბავშვებმა უნდა დატოვონ ისეთი ტიპის დაწესებულებები, როგორებიც პანსიონებია და თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს უნდა დაუბრუნდნენ.

„როდესაც ბავშვს ბიოლოგიური ოჯახი არ ჰყავს, მას უნდა შევუქმნათ ოჯახური გარემო. ეს პროცესი დაწყებულია. როგორც ცნობილია, ნინოწმინდის პანსიონიდან ყოველდღიურად მიდიან ბავშვები თავიანთ მშობლებთან. ეს არის ძალიან დადებითი რამ. თავის დროზე, დიდი ინსტიტუციები ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით შეიქმნა, დღესდღეობით კი ისინი არ არის კომფორტული და არ შეესაბამება ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციას“, – აღნიშნა ღასან ხალილმა.

მისივე თქმით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ მშობელმა ბავშვზე უარი არ თქვას და ის ქუჩაში არ აღმოჩნდეს.

„ასევე უნდა შევისწავლოთ შვილად აყვანის შესაძლებლობა. უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა და ბავშვის შვილად აყვანა გამარტივდეს.

კიდევ ერთი ალტერნატივაა მინდობით აღზრდა. ეს პრაქტიკა საქართველოში უკვე არსებობს. ასეთი ოჯახებისთვის უნდა მოხდეს სოციალური დახმარების გაზრდა, რაც ოჯახს გააძლიერებს. ბოლო ვარიანტი არის მცირე ზომის ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლები, რაც საქართველოს კანონმდებლობით მაქსიმუმ 10 ბავშვის თანაცხოვრებას ითვალისწინებს“, – განაცხადა შეხვედრის დროს ღასან ხალილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების მიწოდებას გულისხმობს.

„გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. იქ არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ მიჯაჭვულობა იქაურ მზრუნველებთან, აღიქვამენ მათ, როგორც მშობლებს, ამიტომ მათი მყისიერი გამოგლეჯვა ეწინააღმდეგება მათ ინტერესს. ამიტომ ვმუშაობთ იმ ბავშვებზე, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები და გაგვყავს ოჯახებში“, – განაცხადა ბარკალაიამ და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის პანსიონში 23 არასრულწლოვანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]