weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რკინის ჯოხითაც მცემდნენ, ტირილის გამო კაბა ჩამაცვეს – პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

11:56 ორშაბათი, 14 ივნისი 2021

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, 21 წლის ლუკა სარალიძე პანსიონში გატარებულ წლებს იხსენებს და ამბობს, რომ აღმზრდელები მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

ლუკა სარალიძე „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, პანსიონში 4 წლის ასაკში მოხვდა. 

„მაშინ, როდესაც აღმზრდელი ჩვენზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა, ბევრჯერ თვალებში გვიყურებდა და იცონოდა.

იყო ასეთი დასჯა - წყალსა და პურზე ვყავდით ბავშვები. აღმზრდელს შეეძლო შევეყვანე სამზარეულოში, დავესვი ბავშვებთან ერთად მაგიდასთან და მეყურებინა, როგორ ჭამდნენ ის ბავშვები საჭმელს და მე როგორ მეჭირა წყალი და პური ხელში.

10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს ეტაპი გადავლახე და შეიძლება ითქვას რომ დღემდე ვებრძვი ამ ტრამვებს.

დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

როცა ჩემს ოჯახს გამოვყავდი და მათთან ვყვებოდი ამ ყველაფერს ძალადობის შესახებ, გადაწყვიტეს რომ მეუფესთან ასულიყვენენ. მეუფის პასუხი იყო რომ არ ხდება არაფერი მსგავსი. ასევე დედა სიდონიაც ინფორმირებული იყო.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო“, – ამბობს სარალიძე.

ფერიის პანსიონის წარმომადგენლებმა „მთავარ არხთან“ უარყვეს ძალადობის შესახებ ბრალდება. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ლუკა სარალიძე თვითდაზიანებებს იყენებდა, „რათა სხვას დაბრალდებოდა“.

„მთავარი არხის“ რეპორტაჟს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა: „გაზის კამერებშიც ათავსებდნენ“, – დაწერა დეკანოზმა Facebook-ზე.

ლუკა სარაძლიძე 2009 წელს, ფერიის პანსიონიდან მცირე ზომის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]