weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ეგხ „იმერეთი“ და „ენგურჰესი“ ავარიულად გამოირთო – სახელმწიფო ელექტროსისტემა

15:10 ორშაბათი, 14 ივნისი 2021

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო კომპანია განმარტავს, რომ „ენგურჰესზე“ ავარია მოხდა.

„დღეს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები“, – აცხადებს სახელმწიფო ელექტროსისტემა.

„ენგურჰესზე“ მომხდარი ავარიის შესახებ იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“. კომპანიის ინფორმაციით, ჰესის გენერატორების ავარიულად გამორთვის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ გალის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონები და სოხუმისა და გაგრის რაიონების ნაწილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]