„დღეს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები“, – აცხადებს სახელმწიფო ელექტროსისტემა.
„ენგურჰესზე“ მომხდარი ავარიის შესახებ იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“. კომპანიის ინფორმაციით, ჰესის გენერატორების ავარიულად გამორთვის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ გალის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონები და სოხუმისა და გაგრის რაიონების ნაწილი.