weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 1092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი გარდაიცვალა

11:29 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

ჩატარებული 29 734 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.67%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 2.60%, ხოლო ბოლო 7 დღის 2.33%-ს შეადგენს.

1092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 131

ქვემო ქართლი – 81

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 61

შიდა ქართლი – 58

აჭარა – 56

კახეთი – 53

მცხეთა-მთიანეთი – 31

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16

სამცხე-ჯავახეთი – 11

გურია – 8

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 775 ინფიცირებული, 23 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების 9156 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 5502 ინფიცირფებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3059 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე 677 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 191 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 595 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 355 368 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რეგისტრირებული, საიდანაც 341 103 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 5083 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]