weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირება აღარ იქნება საჭირო – გაბუნია

11:54 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა განიხილავს წამახალისებელი ღონისძიებების პაკეტს, რომელიც შესაძლოა კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შესთავაზონ.

„განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, განიხილება შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების თაობაზე იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.

15 მარტიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 212 163 ადამიანმა გაიკეთა, მათგან სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია – 69 197.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები, სამედიცინო პერსონალი, მცირე საოჯახო ტიპის სახლების, ბავშვთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, საკარანტინე სივრცის მომსახურე პერსონალი, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები, ის მოსამსახურეები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან, ე. წ. მოლებში მომუშავე პირები და ა.შ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]