weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამყრელიძის თქმით, NCDC ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს

12:19 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  

როგორც გამყრელიძემ ამბობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამ ეტაპზე სხვა შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, უმჯობესდება. ინციდენტობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, დადებითობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტეპმით.

დღესაც 1000 შემთხვევაა ახალი, გასაგებია, რომ ეს სამშაბათის სინდრომია, სამშაბათობით ყოველთვის გვაქვს შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ მაინც.

ჩვენი ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობს 600-700-ს შორის. ეს ისეთი მაჩვენებელია, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

კიდევ ერთი კვირა - ათი დღე ეპიდსიტუაციას დავაკვირდებით და მერე გადაწყვეტილებები იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, ჩატარებული 29 734 ტესტის შედეგად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 23 ადამიანი კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]