weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი – გამყრელიძე

13:47 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვაქცინაციის გაფართოების საკითხს განიხილავს.

„ზაფხულში უნდა ჩავატაროთ აცრების მაქსიმალური რაოდენობა, რომ სწავლა რომ დაიწყება, უნივერსიტეტებს უსაფრთხოდ შევხვდეთ. ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის; ისევე როგორც საჯარო დაწესებულებები შვებულების შემდეგ და ა.შ. ანუ მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ.

ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმაო რაოდენობა, ასარჩევადაც კი შეიძლება იყოს საქმე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს და ივნისში, დღეში საშუალოდ 5000-5200 აცრა ტარდება.

„მარტში გვქონდა 450 აცრა, აპრილში – 1200, მაისში – 3500, ივნისში – 5200. გიდასტურებთ ერთ რამეს, რომ ახლა ეს უპირატესად მეორე დოზებით აცრების ხარჯზე გვაქვს. „სტრაზენეკას“ პირველი დოზები თითქმის ამოწურულია. „კოვაქსიდან“ დადასტურებულია, რომ 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“ შემოვა 22-ში და ისიც ძირითადად იქნება მიმართული მეორე დოზებზე. „ფაიზერი“ დარჩა სულ რამდენიმე ასეული დოზა, რომელიც გამოიყენება ორგანოგადანერგილებზე, მძიმე ონკოლოგიურ ავადმყოფებზე და ასევე, სტუდენტებზე, ვინც ჩაირიცხნენ წამყვან უნივერსიტეტებში და მოთხოვნაა. ასევე, „სინოფარმით“ 45 000 ადამიანია პირველი დოზით აცრილი და მეორე დოზით აცრებიც მთავრდება. ამიტომ პირველი დოზა ჯერჯერობით შეწყვეტილია, ვიდრე მეორე დოზას არ ამოვწურავთ. შეიძლება 2-3 ათასი დოზა დარჩეს, რომელსაც ესენციურ ჯგუფებზე გამოვიყენებთ. ასევე, მიმდინარეობს „სინოვაკის“ პირველი დოზებით აცრები, სადაც უკვე დაახლოებით 30 000-ზე აცრა და ჯავშანია გაკეთებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, ივლისში საქართველო 1 მილიონ – 1.5 მილიონ დოზა სხვადასხვა ვაქცინას მიიღებს, ვაქცინების მოწოდების თარიღები კი მომავალი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]