weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დოლიძე თბილისის მერობის საერთო კანდიდატად საზოგადოებას საკუთარ თავს სთავაზობს

15:32 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე თბილისის მერობის საერთო კანდიდატად საზოგადოებას საკუთარ თავს სთავაზობს. დოლიძის განცხადებით, ის ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეძლებს სწორად, დამოუკიდებლად და მხოლოდ ხალხისთვის მუშაობას.

„არ ჰქონდა მნიშვნელობა, მათ კომპეტენციას, თბილისის სიყვარულს და იმ პრობლემების შეგრძნებას, რომელიც თბილისელებს გვაწუხებს. ამიტომ დაუგროვდა ამ ქალაქს წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა.

თბილისელები ვწუხვართ ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ ქალაქზე, „საცობებზე“, არამიზნობრივად გაფლანგულ ბიუჯეტზე, ანუ ჩვენ ფულზე, 21-ე საუკუნეში კანალიზაციის, ტროტუარების, გზების, მწვანე სივრცეების თუ სხვა პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის არარსებობაზე.

წუწუნი გასაგებია, მაგრამ ამდენი უკმაყოფილების და ხელის ჩაქნევის დრო არ არის. პასუხი ერთია - თბილისს, რომელიც მაგალითია მთელი საქართველოსთვის, სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება ხალხს. თბილისს სჭირდება - მერი ხალხისთვის.

მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორატიულ ინტერესებს.

15 წელი საჯარო სივრცეში ვდგავარ ჩვენი ხალხის გვერდით და ვფიქრობ, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევძლებ სწორედ, პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად, მხოლოდ ხალხისთვის მსახურს. ეს დაადასტურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის ჩემმა ბრძოლამაც. ამომრჩეველის 18%-მა მხარი დამიჭირა, სწორედ როგორც ახალ, დამოუკიდებელ ძალას, ორპოლუსიანიბის მიღმა, ჩემი გავლილი გზის შეფასებით. ესაა ხალხის დაკვეთა“, – ნათქვამია ანა დოლიძის მიმართვაში, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენები, რომლის შედეგადაც თბილისის მერსაც აირჩევენ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]