2021 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:
სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის N5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის N10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი;
აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი;
მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
მაკა ხელაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის დაწესდა. კონკურსი წელს მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. კონკურსის გამარჯვებულს კამპანიის გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს „ლიბერთი ბანკი“ დააჯილდოვებს.