weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მეუფე იაკობმა ნინოწმინდის პანსიონის თანამშრომელთა ნაწილი „შვებულებაში გაუშვა“

15:55 ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა აღმზრდელების ნაწილი შვებულებაში გაუშვა. მეუფემ მედიასთან განაცხადა, რომ დაწესებულებაში 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო და ამ ეტაპზე მხოლოდ 19 რჩება, რადგან ამაზე მეტი საჭირო არ არის.

თავად პანსიონის თანამშრომლებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. 

„19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ. თუ იცით შრომითი კოდექსი, გადარჩევა მოხდება შემდეგ. ახლა, დროებით მიდიან შვებულებაში. გადავხედავ სიტუაციას – ვინც უნდა დარჩეს, დარჩება, ვინც არ უნდა დარჩეს – არ დარჩება.

საკადრო გადაწყვეტილება რასთან უნდა იყოს დაკავშირებული? ერთი – ამდენი ბავშვი გაიყვანეს და საჭიროება აღარ არის. ეს აუცილებლად იქნება და მეორე – თუ ვინმეს რაიმე დარღვევა ექნება, თავზე ხელს არ გადავუსვამ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

როგორც მან აღნიშნა, მის გადაწყვეტილებაში არ ჩაერევა არც პატრიარქი და არც პანსიონის ყოფილი მმართველი, მეუფე სპირიდონი.

5 ივნისს, სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ გადაეყვანათ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა. საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და ის გაასაჩივრა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, დროებითი განჩინების მიღების შემდეგ, პანსიონიდან 20 ბავშვი გაიყვანა, რომელთაგან 7 შშმ პირია. არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა.

ბოლო მონაცემებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 23 არასრულწლოვანი რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]