როგორც უწყებაში აცხადებენ, არადეკლარირებული ტანხის შემოტანას სომხეთის მოქალაქე ცდილობდა.
„უცხოურ ვალუტაში არსებულმა არადეკლარირებულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 103 603 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 10 360,3 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთში მდებარეობს. იგი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ერთ-ერთი გამშვები პუნქტია.