შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციაში ოჯახში შესაძლო ძალადობის გამო იყო დაბარებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის, ირაკლი კაჭკაჭიშვილის განცხადებით, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს გამოზიებისთვის საინტერესო ნიმუშები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნება.
„ამ ეტაპისთვის გამოკითხული არიან ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები“, – განაცხადა ირაკლი კაჭკაჭიშვილმა.