weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 47 მოსამართლე დანიშნა

00:15 პარასკევი, 18 ივნისი 2021

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში თანამდებობაზე 47 მოსამართლე დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო ხელისუფლების ოპონენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, პროცეს ეწინააღმდეგებოდა 19 აპრილს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას - ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ამბიციური სასამართლო რეფორმის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

მოსამართლეთა დანიშვნას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც გამოეხმაურა. მან Twitter-ზე დაწერა, რომ შეშფოთებულია მოსამართლეთა ნაჩქარევად დანიშვნით.

„19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, ამბიციური სასამართლო რეფორმის გატარება გადამწყვეტია და მიბმულია საქართველოსთვის ევროკავშირის მიკრო-საფინანსო მხარდაჭერასთან. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა არ არის ბრძნული გადაწყვეტილება.

სასამართლო ხელისუფლებაში „კლანური“ სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეებად განწესდნენ:

  1. გელა ბადრიაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
  2. ანა გოგიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
  3. ნათია ბარბაქაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  4. გერონტი კახეთელიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  5. მზია ლომთათიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  6. კახა მაჭავარიანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  7. მარინე იმერლიშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პლატა
  8. ნათია ბუსკაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  9. ნათია მერაბიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  10. ეკატერინე ობოლაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  11. სალომე სამხარაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  12. ლიელა ფოლადიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  13. ირაკლი ჩიკაშუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  14. ეკატერინე ჯინჭველაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  15. თამარ მჭედლიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  16. სალომე გველესიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  17. ეკატერინე ელიაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  18. ნინო ენუქიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  19. უჩა თოდუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  20. თეა კალანდაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  21. ლიანა კაჟაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  22. ქეთევან მამაცაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  23. ვიოლეტა ფორჩხიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  24. ნანა შამათავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  25. ვალერიან ბუგიანიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  26. არსენა კალატოზიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  27. დავით ნარიმანიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  28. ნინო ნაჭყებია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  29. რომეო ტყეშელაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  30. ლელა შკუბულიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  31. ხათუნა ხარჩილავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  32. გიორგი გელაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  33. ლევან ყოლბაია - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  34. კოტე ჭილაია - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  35. ნანა ჯოხაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  36. გიორგი ლობჟანიძე - ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ასპინძის მუნიციპალიტეტში
  37. მაია ჯავახიშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში
  38. დავით მაკარაძე - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  39. ეკატერინე ბებია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
  40. ალექსანდრე გზირიშვილი - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში
  41. ბიძინა სტურუა - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში
  42. თორნიკე კაპანაძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლო
  43. მადონა მაისურაძე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  44. დავით სვანაძე - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში
  45. გიორგი ბუხრაშვილი - სიღნაღის რაიონული სასამართლო
  46. გიორგი თუნაური - ფოთის საქალაქო სასამართლო
  47. ვლადიმერ ხუჭუა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]