weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაპირებ, დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ სასამართლოს თემაზე იმუშავებს – ჯანეზაშვილი

12:57 პარასკევი, 18 ივნისი 2021

ნაზი ჯანეზაშვილი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის უფლებამოსილება დღეს ეწურება, აცხადებს, რომ მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს და ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს.

„ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, რომ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი, შევეგუო იმ სიტუაციას,რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლოშია. ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლოს თემაზე. ახალი, განსხვავებული მიდგომებით და რესურსებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ და გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობას. ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ნაზი ჯანეზაშვილის გარდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ვადა ეწურება კიდევ სამ არასამოსამართლე წევრს – ლევან გზირიშვილს, ირმა გელაშვილს და ზაზა ხარებავას. პარლამენტმა ისინი საბჭოს წევრებად 2017 წლის ივნისში აირჩია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრების შესარჩევად ჯერ კონკურსიც კი არ არის გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]