weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დასაქმების პროგრამით გერმანიაში ჩასულ ქართველებს ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ

18:40 პარასკევი, 18 ივნისი 2021

სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა გერმანელმა დამსაქმებელმაც პროგრამით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოში გერმანიის საელჩომ გაავრცელა.

საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა ამ კვირაშივე მოხდება.

„პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.

გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს.

გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის“, – აცხადებს გერმანიის საელჩო.

მძიმე, ღირსების შემლახავ სამუშაო პირობებსა და საცხოვრებელ გარემოში საქართველოდან გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სამუშაოდ წასული 24-წევრიანი ჯგუფი აღმოჩნდა. ისინი დახმარებას და სხვა დამსაქმებელთან გადაყვანას დაახლოებით ერთი თვე ითხოვდნენ.

საქართველოს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს 2020 წელს დაიდო შეთანხმება, რომელიც გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე საქართველოს მოქალაქეების დროებით, ლეგალურად დასაქმებას ითვალისწინებს. სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან დაიწყო, პირველი ჯგუფი კი გერმანიაში აპრილის დასაწყისში გაემგზავრა.

26 მაისის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში გერმანიაში საქართველოს სულ 77 მოქალაქე იყო დასაქმებული.

პროგრამა სეზონურ სამუშაოებზე მაქსიმუმ სამი თვით დასაქმებას გულისმხობს და სხვადასხვა მოსავლის აღებას ითვალიწინებს. სამუშაო დრო კვირაში 5-6 დღით და დღეში 8-10 საათით განისაზღვრება. მინიმალური ხელფასის ოდენობა საათში 9.50 ევრო (დარიცხული) უნდა იყოს, რომელსაც გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები გამოაკლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]