weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამტრედიაში დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთი, 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

12:24 შაბათი, 19 ივნისი 2021

სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრილი ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთი ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. რეანიმატოლოგმა ლია ბიბილეიშვილმა განაცხადა, რომ 32 წლის მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.

„შემოსვლისთანავე ტრავმული და ჰემორაგიული შოკი იყო. მაშინვე იქნა საოპერაციოში აყვანილი, ოპერაცია ჩაუტარდა და ოპერაციის დასრულებიდან დაახლოებით საათნახევარში გარდაიცვალა“, – განაცხადა ლია ბიბილეიშვილმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება მეორე ახალგაზრდას, ექიმების ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხებშია დაჭრილი, გარდა ამისა, მოტეხილი აქვს ბარძაყის ძვალი. დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდება. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამტრედიაში ორი ადამიანი გუშინ, მიტოვებულ სახლში დაჭრეს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]