კომისია სულ შვიდ კანდიდატს გაესაუბრა. მერვე კანდიდატი, უზენაესი სასამართლოს მოქმედი წევრი ნინო ბაქაქური გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.
სტრასბურგის სამსამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა: ლალი ფაფიაშვილი − 4.82; თამარ ალანია − 4.45; იოსებ ბაჩიაშვილი − 3.73; ოთარ სიჭინავა − 3.73; კონსტანტინე კორკელია − 2.55; კონსტანტინე ვარძელაშვილი − 2; ირაკლი ადეიშვილი − 1.64.
საქართველოს მთავრობა ამ კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ ორ კანდიდატს, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ან ორივე უნდა იყოს ქალი.
მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი მესამედ გამოაცხადა. ივლისის ბოლოს ცნობილი გახადა, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს მიერ წარდგენილი სამი მოსამართლიდან მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნია, შესაბამისად, ის კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს, ორი კანდიდატი - სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კი დაიწუნა.
მთავრობამ მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურა, რომლებიც სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს ჩაანაცვლებენ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 1 სექტემბრამდე უნდა წარუდგინოს.
სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოდან ახალი კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა, მას უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა.