ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელებას ხელი ქარმა შეუწყო. ადგილზე მისული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
ზარალის ზუსტი ოდენობა და ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც „რეგინფოს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, ცეცხლი კომბაინიდან გაჩნდა. მისივე ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი.